კვერცხები, ცოცხები, ხელჯოხები – ხმაური და დაპირისპირება ენმ-ს ზუგდიდის ოფისთან

ზუგდიდიში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მმართველი გუნდის მხარდამჭერები აქციას მართავენ.

ოფისთან დაპირისპირებაც მოხდა. “ქართული ოცნების” აქტივისტებმა შენობას კვერცხები, ცოცხები და ხელჯოხები ესროლეს. მათ ოფისის მინა ჩაამტვრიეს.

მიმდინარე აქციაზე, ერთი პოლიციელი  დაშავდა. მას “ქართული ოცნების” მხარდამჭერის მიერ, ენმ-ის ოფისის მიმართულებით ნასროლი ხელჯოხი მოხვდა. 

აქციის მონაწილეებსა და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს შორის ამ წუთებში პოლიციის კორდონი დგას.

მსგავსი თემები