კეთილდღეობის სტანდარტი უნდა ამაღლდეს – ირაკლი კობახიძე გასულ, 2018 წელზე   

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიმდინარე, 2018 წელს აფასებს და აცხადებს, რომ რთული წელიწადი იყო, თუმცა იყო წარმატებებით.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სოციალური მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს კეთილდღეობის სტანდარტის ასამაღლებლად.

„ჩვენ გვჭირდება წინსვლა ყოველდღიურ რეჟიმში. არის უამრავი სირთულე, სოციალური მდგომარეობა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ადამიანების ცხოვრების პირობები ჩვენს ქვეყანაში, ამაღლდეს კეთილდღეობის სტანდარტი, აქეთკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული ჩვენგანის საქმიანობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები