კახეთში 5 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 5,5 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. გადამუშავებული ყურძნიდან, ორი ათას ტონამდე საფერავია, 1,3 ათასი ტონა რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ყურძნის გადამუშავების პროცესში 25 ღვინის საწარმოა ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 100 ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

მსგავსი თემები