“კარგია თუ 6 ივნისისთვის დავამთავრებთ კორონავირუსთან ბრძოლას” – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე არ გამორიცხავს, რომ ვირუსთან ბრძოლას ქვეყანამ მალე დაასრულოს, მიისვე ინფორმაციით, ყველა ქვეყანამ დაიწყო დაღმასვლა, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი იკლებს ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც „ლიდერობდა“ კოვიდინფექციაში და უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია მიდის დასასრულისკენ.

„პროგნოზები არამხოლოდ სინგაპურის, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტებმაც დადეს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც. ასეთი პროგნოზები ძალიან კარგია. ვფიქრობ, ოპტიმისტური განცხადებაა და კარგია თუ 6 ივნისისთვის დავამთავრებთ კორონავირუსთან ბრძოლას. ფაქტია, რომ უკანასკნელ ხანებში ასეთი ზრდა აღარ შეინიშნება, შემცირდა კოვიდინფიცრეუბლი პაციენტების რაოდენობა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც საგრძნობლად მატულობს.

ჩვენ მზად ვართ 26 მაისსაც დავამთავროთ კორონავირუსი, პროგნოზებს წინ გავუსწროთ და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ყველა ქვეყანამ დაიწყო დაღმასვლა, მართალია არ შეწყვეტილა ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი იკლებს ყველა იმ ქვეყანაში რომელიც „ლიდერობდა“ ამ კოვიდინფექციაში ასე, რომ უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია მიდის დასასრულისკენ,“ – განაცხდა ლევან გოფოძემ.

მსგავსი თემები

One Thought to ““კარგია თუ 6 ივნისისთვის დავამთავრებთ კორონავირუსთან ბრძოლას” – ლევან გოფოძე”

  1. best CBD gummies

    Spot on with this write-up, I truly think this website needs much more consideration. I?ll probably be again to read much more, thanks for that info.