“კანის კიბო სასიკვდილო დიაგნოზი აღარაა” – ბრიტანელი ექიმები

კანის კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტების ნახევარზე მეტს ახლა უკვე შეუძლია მომაკვდინებელ დაავადებას უფრო ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს.

ბრიტანელი ექიმების განმარტებით, თუკი აქამდე კიბოთი დაავადებულთა 20%-დან მხოლოდ ერთი ახერხებდა ამ დიაგნოზის შემდეგ 5 წელი ეცოცხლა, ახლა უკვე ახალი პრეპარატების დახმარებით, რომლებიც პაციენტების იმუნურ სისტემას აუმჯობესებს, მათ 52%-ს შეუძლია სულ ცოტა 5 წელი კიდევ იცოცხლონ.  

ექიმების განმარტებით, ეს განსაკუთრებული წინსვლაა ამ დაავადებასთან ბრძოლის პროცესში. 

კანის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მსოფლიოში. ეს დაავადება ისეთ ადგილებში ვითარდება, სადაც მზის გამოსხივება მეტია – თავის ქალა, სახე, ტუჩები, ყურები, კისერი, მკერდი, ხელები და ფეხები. თუმცა დაავადება შესაძლოა განვითარდეს ისეთ ადგილებშიც, სადაც მზის სინათლე არ გვხვდება – ხელის გულები, ხელის ან ფეხის ფრჩხილების ქვეშ და გენიტალიებთან.

კანის კიბო ერთ-ერთია სიმსივნეებს შორის, რომელიც კარგად ემორჩილება მკურნალობას. 

მსგავსი თემები

One Thought to ““კანის კიბო სასიკვდილო დიაგნოზი აღარაა” – ბრიტანელი ექიმები”

  1. gia

    kanis kibostan dakavshirebit