კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1 410 000 ლარი დაიხარჯება

თბილისში, საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩაზე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლას ითვალისწინებს.

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას კი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განახორციელებს.

მისივე ინფორმაციით, განახლდება განათების ბოძები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, კანდელაკის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და ბორდიური. გზის საფარი მთლიანობაში, 1,2 კილომეტრზე განახლდება.

​პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ განახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 1.5 მილიონამდე ლარია.

მსგავსი თემები

One Thought to “კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1 410 000 ლარი დაიხარჯება”

  1. suba suba

    JdZS5d That is a great tip particularly to those new to the blogosphere. Brief but very precise information Thank you for sharing this one. A must read post!