იაშვილის კლინიკას გრიპის ვირუსით, დღეში 60-80 პაციენტი მიმართავს

თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ბოლო პერიოდში, გრიპის ვირუსით მიმართვიანობის მაჩვენებელი თითქმის უცვლელია.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ნატო გათენაშვილმა განაცხადა, რომ კლინიკას დღის განმავლობაში 60-80 პაციენტი აკითხავს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომართვიანობა თითქმის არ იცვლება. დღის განმავლობაში ჩვენს კლინიკას აკითხავს დაახლოებით 60-დან 80-მდე პაციენტი, აქედან უმეტესობა გრიპის ვირუსით დაავადებული, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის გრიპის ვირუსით. ხშირ შემთხვევაში, არის გართულებული მდგომარეობა პნევმონიით, რომლებიც ჰოსპიტალიზებას საჭიროებენ“, – განაცხადა ექიმმა.

მისი თქმით, პაციენტთა უმეტესობა მკურნალობას ბინაზე, ამბულატორიულ პირობებში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით განაგრძობს.

მსგავსი თემები