იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოსო გიორგაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ.

„მინდა დავაზუსტო, რომ იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. ჩვენ არ გავჩერდებით, ყოველდღე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მათ სასურველი სერვისების მიღება მოახერხონ“ – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უკვე გაიხსნა და ისინი ახალი პრინციპით მუშავებენ. მოქალაქე შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ს პორტალზე დაჯავშნის.

მსგავსი თემები