იულია სუსლიაკის ოჯახის წევრების საგანგებო მიმართვა ჟურნალისტებს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქის იურია სუსლიაკის ოჯახი, უკრაინელი უფლება დამცველები, ქართულ მედიას მოუწოდებენ, აეროპორტში ბავშვების გადაღებისაგან თავი შეიკავონ. საუბარია პროცედურაზე, რომლის შედეგადაც შესაძლებელია ქართულმა მხარემ იულია სუსლიაკის 10 შვილი, უკრაინის ოფიციალურ დელეგაციას, პრეზიდენტის წარმომადგენლის მეთაურობით დღესვე გადასცეს.

დღესვე მოხდება, ბავშვების უკრაინაში გამგზავრება. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვების უფლებები არ შეილახოს, პროცედურები არ გართულდეს და ხელი არ შეეშალოს, შესაბამისად, უკრაინული მხარე და ოჯახის წევრები ქართულ მედიას სთხოვენ, აეროპორტში ნუ დახვდებიან, ბავშვების უკრაინაში გამგზავრების პროცესის გადასაღებად.

აღნიშნული განცხადების გასავრცელებლად უკრაინის ოფიციალურმა დელეგაციამ „მედიცენტრ მთავარს“ მიმართა.

მსგავსი თემები