იტალიაში მყოფი ქართველის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია

იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილის​ თქმით, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

“იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალბატონი, რომელმაც აცნობა საელჩოს, რომ მას აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. ამის შემდეგ, საქართველოს საელჩო დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს და ის დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ტესტების შედეგად, მას კორონავირუსი დაუდგინდა. ახალგაზრდა ქალბატონი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დღევანდელი მდგომარეობით, დამაკმაყოფილებელია,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. 

მსგავსი თემები