„უნდა ავუხსნათ, თუ ისევ ისე გააგრძელეს, ჩავთვლი, რომ სააკაშვილის მეგორები არიან და არა საქართველოსი – “ დეპუტატი კონგრესმენების წერილზე

“არ არიან ისინი ღმერთები. ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათთან მიმართებაში შეიძლება ვიხმაროთ ასეთი ცნობილი გამონათქვამი „მე ვარ ადამიანი და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, მირიან წიკლაური აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენების წერილს, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს.

როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, აშშ თუ ჩვენი მეგობარია და სიმართლეა ის, რაზეც მიგვითითებენ, მათ შენიშვნები უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა, ამვადრიულად ფიქრობს, რომ ისინი სწორად ინფორმირებულები არ არიან.

“ზოგადად, სკეპტიკურად ვუყურებ ისეთ დამოკიდებულებას, რომელიც დღეს საზოგადოებაშია ამ წერილების მიმართ. კონგრესმენები ღმერთები არ არიან, ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათთან მიმართებაში შეიძლება ვიხმაროთ ასეთი ცნობილი გამონათქვამი „მე ვარ ადამიანი და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის“. მათთვის უცხო არ არის ადამიანური შეცდომები, ნაკლები ინფორმირებულობა, დაინტერესება და ა.შ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ყველამ მინდა ეს გაისიგრძეგანოს. დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რასაც ნიშნავს, რომ შენ, შიდა და გარე პოლიტიკას უნდა წარმართავდე საკუტარი ხალხის კარნახით და არა, ვიღაც უცხოელების მითითებითის. ბოლოს და ბოლოს, ილიას უთქვამს „ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის“ – განაცხადა დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მირიან დეპუტატის შეფასებით, შესასწავლია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის ინფორმაცია, რაზეც კონგრესმენები წერილში საუბრობენ.

“ვეთანხმები განცხადებებს, რომ ისინი სრულად ინფორმირებულები არ არიან. ადამიანი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს, გირგვლიანის მკვლელობაზე, რობაქიძის მკვლელობაზე და  ბოლოს და ბოლოს პოლიტპატიმრებზე ხმას არ იღებდა, “ინტელექტუალური მხარდამჭერის” მუხლი შემოიღეს, რის გამოც ირაკლი ბათიაშვილი ციხეში მოახვედრეს და ამ ყველაფერზე მათ ხმა არ ამოუღიათ. საუბარია ამ საქართველოს მეგობრებზე. მაშინ, როცა შეუდარებლად გაუმჯობესებულია დემოკრატიის ხარისხი საქართველოში, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი წესრიგშია და ამ დროს შეფასება, რომ საქართველო უკან მიდის, ეს უკვე ნამეტანია” – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში”.

დეპუტატი მეგობრებისგან სამართლიან შენიშვნებსა და მითითებებს ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვლის, რომ ისინი ოპოზიციის მეგობრები არიან.

“ამ  მიმართულებით, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. იქიდან რომ არ გვიკარნახონ, რა არის ჩვენი შეცდომები, თავისთავად ცხადია, ჩვენც კარგად ვხედავთ. თუ ისინიც ხედავენ, მიგვითითონ. ისეთ რამეს რომ გვეუბნებიან, რაც თვალნათლივ შეცდომაა. თუ ავუხსნით და დავანახებთ, დავუდებთ იმ ფაქტებს, რაც დღეს არსებობს, არსებობდა და ისინი კვლავ გააგრძელებენ,  მაშინ მე ჩავთვლი, რომ ისინი სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენებმა წერილი გამოუგზავნეს.

წერილში, რომელიც 21 იანვრით არის დათარიღებული, გამოხატულია მკვეთრი კრიტიკა და შეშფოთება საქართველოში დაპირებული საარჩევნო რეფორმების ჩავარდნის, ოპოზიციის დევნისა და ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო.

მსგავსი თემები