„ის ფსიქიკური ავადმყოფია“ – ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან დაჭრილი მამაკაცი ვახტანგ სუთიძეა. როგორც დაჭრილის დედა, დიზაინერი დალი ჩიტალაძე ამბობს, დამნაშავე ფსიქიკური ავადმყოფია, რომელიც მის შვილს ტაძრიდან გაჰყვა და დანა უკნიდან, ზურგში ჩაარტყა.

შემთხვევა თბილისში რამდენიმე საათის უკან მოხდა. დაჭრილს მე-9 საავადმყოფოში ოპერაციას უტარებენ. დალი ჩიტალაძის ინფორმაციით, მან საკმაოდ ბევრი სისხლი დაკარგა და ნარკოზიდან ჯერ არ გამოსულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაჭრილის დედის განცხადებით, სახელმწიფომ ფსიქიკური ავადმყოფების იძულებით მკურნალობის თვალსაზრისით რადიკალური ზომები უნდა მიიღოს, რადგან, ქუჩაში მსგავსი შემთხვევები არაერთია.

მსგავსი თემები