“ისინი ბევრ რამეში ცდებიან” – ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალს ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უზარმაზარ თანხებს იღებს შეერთებული შტატებიდან და მას აღნიშნულის გადახედვა სურს.

როგორც ტრამპმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჯანმო ბევრ შეცდომას უშვებდა. ტრამპმა მაგალითად მისი გადაწყვეტილება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც აშშ-ში მოგზაურობა აკრძალა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჯანმოს პოზიციები ჩინეთზეა ორიენტირებული.

“მათ ჩემი გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, ჩინეთთან მოგზაურობის შეწყვეტის თაობაზე. ისინი ბევრ რამეში ცდებიან”,-აღნიშნა ტრამპმა.

”ჩვენ ამას გავითვალისწინებთ, ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ ამას,” – დაამატა ტრამპმა.

მსგავსი თემები