ირანში კორონავირუსით ხუთი ადამიანი დაიღუპა

ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით ხუთი ადამიანი დაიღუპა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 18 შემთხვევა დადასტურდა.

ირანის ხელისუფლებამ ქალაქ ყუმში სკოლები და უნივერსიტეტები დახურა. ამ გზით ისინი ვირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობენ.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულია 2 236 ადამიანი, ინფიცირებული კი, 75 465-ია.

ყველაზე რთული მდგომარეობა ჰუბეის პროვინციაშია. მხოლოდ ამ პროვინციაში ვირუსის 62 422 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი თემები