ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ Al-Jazeera ავრცელებს.

თეირანის პროკურორის, ალი ალყასიმერის განცხადებით, ირანი დონალდ ტრამპსა და კიდევ 30 პირს 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები

4 Thoughts to “ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. I like the valuable information you provide in your articles.

  3. SMS

    These are actually great ideas in concerning blogging.