ირანთან საზღვარი თურქეთმაც ჩაკეტა

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების მაღალი საფრთხის გამო, ირანთან საზღვარი თურქეთმაც ჩაკეტა.

„რისკი მაღალია, თურქეთ-ირანის საზღვარი დაიკეტა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად“, – ვკითხულობთ ადგილობრივი  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ირანში „ახალი კორონავირუსის“ გავრცელება მატულობს, დაავადებულთა ოდენობა 50 ადამიანს აღწევს. გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი.  

https://mcm.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%98%e1%83%a0/



მსგავსი თემები