“ირაკლი ოქრუაშვილი ჩემთვის, არ არის საინტერესო ფიგურა” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა 20-21 ივნისის მოვლენები და აღნიშნა, რომ აქციაზე დანაშაული არავის უნდა ეპატიოს, როგორც პოლიტიკოსებს, ისე რიგით მოქალაქეებს.

თბილისის მერის თქმით, გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, მისთვის საინტერესო პიროვნება არ არის.

“ზოგადად, არ არის ირაკლი ოქრუაშვილი საინტერესო ფიგურა, რომ მე დავდგე და კომენტარები გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ კადრები 20 ივნისის შევარდნასთან დაკავშირებით და შესაბამისი უწყებები მოქმედებენ ისე, რომ ყველამ გასცეს ჩადენილ დანაშაულს პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სამართალდამცველებმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

მსგავსი თემები