ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2” – ის მისთვის გადაცემის მოთხოვნით სარჩელს შეიტანს

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, ბიზნესმე ქიბარ ხალვაშის მიერ, გუშინ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნით პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მისი თქმით, სარჩელის შეტანის საფუძველი შეთანხმებაა ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, რომელიც 2010 წელს ქალაქ ბერლინში დაიდო.

როგორც ანა რეხვიაშვილმა განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილისადმი “რუსთავი 2” -ის გადაცემის მოთხოვნით სარჩელს მომავალ კვირაში შეიტანს.

„ჩვენ, ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა შეგვაქვს გუშინ, ქიბარ ხალვაშის მიერ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადების თაობაზე. ეს არის მოთხოვნა ყადაღის შესახებ. რაც შეეხება სარჩელს, ჩვენ სარჩელს მომავალ კვირაში შევიტანთ და ეს უკვე იქნება ირაკლი ოქრუაშვილისადმი „რუსთავი 2“-ის გადაცემის მოთხოვნა“, – განაცხადა ანა რეხვიაშვილმა.

მსგავსი თემები