ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი – დამოუკიდებელი სასამართლოსა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება

„გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ სასტიმრო „რედისონში“ სადაც სასამართლო რეფორმის ჯგუფის შეკრებილი.

რთული ვითარების მიუხედავად, ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ მუშაობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება.

„მესმის, რომ კონტექსტი არის ცოტათი რთული, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ რთული კონტექსტის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ კონსტრუქციულ გარემოში, სამართლებრივი განხილვის ორგანიზებას პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი – საერთო მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები