ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას გამართული შეფასება სჭირდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეთანხმება შეფასებას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი დანაშაულებრივი იყო, თუმცა, მისივე თქმით, რეზოლუციის შინაარსი იყო გაუმართავი, რასაც მსჯელობა და გამართული შეფასება სჭირდება.

„ჩვენ ვეთანხმებით  შეფასებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, თუმცა ამას სჭირდება, ბუნებრივია, გამართული შეფასება,  გამართული გაფორმება და ამაზე მზად ვართ მსჯელობისთვის“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს პატრიოტების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას.

„მე პირადად, გავაკეთე განცხადება ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ ზოგად პათოსს და არა მარტო პათოსს,  ზოგად შინაარს ჩვენ ყველა ვეთანხმებით. ყველა ვართ იმ აზრზე, რომ ის რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, შესაბამისად, ეს არის ჩვენი საერთო შეფასება, თუმცა, რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, შინაარსი იყო გაუმართავი, დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით, შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს ვერ დავუჭერდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს უმრავლესობის უკვე ყოფილმა წევრებმა, მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის ტექსტი მათი შეფასებითაც გაუმართავი იყო.

„სხვათა შორის, უმრავლესობის ჯერ კიდევ წევრებმა, მხარი დაუჭირეს რეზოლუციას მაშინ, როდესაც ისინიც იმავე პოზიციას აფიქსირებდნენ მანამდე – ისინიც აცხადებდნენ, რომ ტექსტი იყო გაუმართავი, შესაბამისად, იყო შეუძლებელი მისი მხარდაჭერა, თუმცა, იმ დღეს, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე,  მაინც დაუჭირეს რეზოლუციას მხარი. რამდენიმე ადამიანზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები