ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული შემზღუდავი ნორმები კანონპროექტის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს.

კობახიძის განმარტებით, დებულების მოქმედების ვადა შეიძლება, პირობითად განისაზღვროს 15 ივლისი, რა დროისთვისაც კორონავირუსის საფრთხე სავარაუდოდ გადაივლის.

„კოლეგებო, როგორც მოგეხსენებათ, ამ კანონის მიღება არის ერთგვარი სასწრაფო აუცილებლობით ნაკარნახევი. როგორც მოგეხსენებათ, ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა, თუმცა, ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული პერიოდით და იდეის დონეზე, მინდა, შემოვიტანო ასეთი ინიციატივა: მეორე მოსმენამდე დღესვე რო განვიხილოთ ასეთი რამ – ის შეზღუდვები, უფრო სწორად ნორმები, რომლებიც დგინდება ამ ახალი კანონით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალითად, პირობითად რომ ავიღოთ 15 ივლისამდე ვადა. 15 ივლისამდე, იმედია, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული ვითარება პანდემიის კუთხითაც. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შედეგ უკვე ეს გარდამავალი დებულებები ბუნებრივია, დაკარგავს თავსი აქტუალობას. ეს არის სპონტანური იდეა და გთავაზობთ დღესვე განვიხილოთ ეს იდეა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მსგავსი თემები