ინციდენტი საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთზე, დაკავებულია 1 პირი    

საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მომხდარი ინციდენტის გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებაზე.  

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში ვკითხულობთ, გ.ი-მ ხელყუმბარის გამოყენებით მესაზღვრე აიძულა საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთისკენ წასულიყო.

„გ.ი-მ  ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია“, – ვკითხულობთ შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ი” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები

4 Thoughts to “ინციდენტი საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთზე, დაკავებულია 1 პირი    ”

  1. Thank you for the sensible critique. Me and my neighbor were just preparing to do a little research about this. We got a grab a book from our area library but I think I learned more clear from this post. I am very glad to see such excellent info being shared freely out there.

  2. Thank you for the sensible critique. Me & my neighbor were just preparing to do some research on this. We got a grab a book from our local library but I think I learned more from this post. I’m very glad to see such excellent info being shared freely out there.

  3. I was looking at some of your posts on this site and I conceive this site is real informative! Keep on putting up.

  4. Very interesting subject, regards for posting.