„ინფლაცია საგანგაშო არ არის, გვაქვს მცირედი გადახრა“ – ანდრია გვიდიანი

„ინფლაციის მართვის თვალსაზრისით, ეროვნულ ბანკს, საკმაო ბერკეტები გააჩნია. მან შეინარჩუნა რბილი მონიტორინგის პოლიტიკა და ინფლაციის მაჩვენებელი არ იყო ისეთ ნიშნულზე სადაც საჭირო გახდებოდა ეროვნული ბანკის ჩარევა“ – განაცხადა ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი შეფასებით, ინფლაციის კუთხით, დღეს, სახეზეა მხოლოდ მცირედი გადახრა.

„არ ვფიქრობ, რომ ინფლაცია დღეს საგანგაშო დონეზეა, პირიქით, მხოლოდ მცირედი გადახრა გვაქვს. თუ საჭიროება დადგა და ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა, ცხადია, ეროვნული ბანკი ჩაერევა და გამოიყენებს ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც პირდაპირ იქნება მიმართული ფასების დასტაბილურებისკენ“ – აცხადებს ეკონომისტი.

მისივე შეფასებით, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მხრიდან, იმპორტის გაძვირების ნიშნები არ ჩანს: „თურქეთი და რუსეთი ჩვენი ძირითადი ორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. მათ შორის თურქეთშიც და რუსეთშიც, არსებული ეკონომიკური ვითარება იძლევა სურათს, რომ ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებული არ არის. თურქეთიდან და რუსეთიდან იმპორტის გაძვირების საშიშროება არ დგას“.

მსგავსი თემები