“ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 24 პაციენტი იმყოფება” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, ინფიცირებულების რაოდენობა 2-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 125 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ. ეზუგბაიას თქმით, 2 ახალი შემთხვევა არსებული შემთხვევების კონტაქტები არიან.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევებიდან პაციენტი არ შესულა, გამოჯანმრთელდა 2 და ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 24 დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტი გადის. პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მასზე მსუბუქია.

მსგავსი თემები