ინფექციურ კლინიკაში მყოფთაგან 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიდან კორონავირუსზე კვლევების პასუხები მიიღეს. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, ხუთი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდგინდა.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

საქართველოს ხუთივე მოქალაქე იტალიიდან ახლახანს დაბრუნდა.

მსგავსი თემები