“ინტრიგნობაზე ორიენტირებულ შეკითხვებზე მოვისმინეთ პრემიერის პასუხისმგებლიანი პასუხები” – ნათია თურნავა

ინტრიგნობაზე ორიენტირებულ შეკითხვებზე მოვისმინეთ პრემიერის პასუხისმგებლიანი პასუხები, რადგან ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ოპოზიციის მიერ პრემიერისადმი დასმული შეკითხვების შეფასებისას.

ნათია თურნავას თქმით, კონკრეტული ციფრების 2012 წელთან შედარება ძალიან დიდ უხერხულობას უქმნის წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამაზე საერთოდ არ ჰქონდათ კომენტარი.

„ყველაფერი ნათელია. ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური შეკითხვა, რომელიც უფრო მეტად ინტრიგნობაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე რეალურად, ადარდებდა ამ შეკითხვის დამსმელს, სიღარიბის პრობლემა. მოვისმინეთ ძალიან დამაჯერებელი პასუხისმგებლიანი პასუხი პრემიერ-მინისტრის, რადგან ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. არასოდეს გვითქვამს, რომ სიღარიბის პრობლემა გაქრა და არ არსებობს.

სიღარიბის პრობლემა ზოგადად, აწუხებს ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერ სახელმწიფოებსაც, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ვითარება გაუმჯობესდეს. კონკრეტული ციფრები, რომელიც მოყვანილი იყო ჩვენი მხრიდან. 2012 წელთან შედარება ძალიან დიდ უხერხულობას უქმნის წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამაზე საერთოდ არ ჰქონდათ კომენტარი. 2012 წელთან შედარებით პრაქტიკულად ჯერადობით გაიზარდა სოციალური ბიუჯეტი, ჯანდაცვის ბიუჯეტი, განათლების ბიუჯეტი, პენსიონერების პენსიის ოდენობა და მასწავლებლების ხელფასები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით პროგრესი გვქონდეს, რომ დიდი გლობალური გამოწვევის დროსაც კი, ყველა ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიება, იქნება ეს ბიზნესის დახმარება თუ რომელიმე სეგმენტის დახმარება, საბოლოო ჯამში, მაინც ადამიანისკენ და სიღარიბის მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ყველა ჩვენი გადაწყვეტილებით სიღარიბეს ვებრძვით. ჩვენი პასუხი გამყარებული იყო ციფრობრივად და საპასუხოდ ვერაფერს ვერ ვისმენთ. ანგაჟირებულები არიან“, – განაცხადა ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას ნათია თურავამ.

მსგავსი თემები