იმ სკოლების ჩამონათვალი, რომლებშიც სწავლა დაგვიანებით დაიწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ იმ სკოლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებშიც სასწავლო პროცესი დაგვიანებით დაიწყება.

სულ სწავლის დაწყების თარიღმა გადაწია თბილისისა და რეგიონების 19 სკოლაში. აღნიშნული სკოლებია:

თბილისის 122-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 130-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 45-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 60-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი);  თბილისის 149 საჯარო სკოლა (30 სექტემბერი);  თბილისის 177-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი);  თბილისის 191-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 208-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი);  თბილისის 23-ე საჯარო სკოლა; (23 სექტემბერი); თბილისის 150-ე საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის მე-2 საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); გორის მე-4 საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა (30 სექტემბერი);  დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლა (23  სექტემბერი); დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა (23 სექტემბერი) და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა (23 სექტემბერი).

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის განახლების გადავადების მიზეზი სკოლების შენობების რეაბილიტაციაა.

მსგავსი თემები