“იმედს გამოვთქვამ, ფილმი „შინდისი“ ოსკარზე წარსადგენი უცხოური ნამუშევრების ხუთეულში მოხვდება” – მარიამ ჯაში

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშსა და ფილმ „შინდისის” შემოქმედებით ჯგუფს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფილმის რეჟისორი დიტო ცინცაძე, პროდიუსერები ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი და ვოვა კაჭარავა, ასევე “აწარმოე საქართველოში” კინოინდუსტრიის მიმართულების წარმომადგენლები.

მარიამ ჯაშის ინფორმაციით 28 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ლოს-ანჯელესში იგეგმება შვიდი პრეზენტაცია და კამპანია”შინდისის” პოპულარიზაციისთვის.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობაც, რადგან აღნიშნული კამპანია დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

მარიამ ჯაში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორია და მათ გმირობაზე შექმნილი ფილმი ოსკარზე წარსადგენი უცხოური ფილმების ხუთეულში მოხვდება.

„განვიხილეთ ლოს-ანჯელესში დაგეგმილი კამპანია, რომელიც მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, თუმცა გვჭირდება მაქსიმალური მობილიზაცია, როგორც კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისგან, ისე მედიის და ჩვენი დიასპორის ჩართულობით. ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს ფილმის პრომოუშენს ლოს ანჯელესში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.​

მსგავსი თემები