“იმედია, „ნაც.მოძრაობა“ არ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა”- სოფო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ეხმაურება და ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ეხმაურება.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ოპოზიცია ცდილობს, არასამართლებრივი საფუძვლები დაინახოს და გადაწყვეტილება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

” იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა. ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოდიოდა. ძალიან მაოცებს, როგორ ახერხებს ოპოზიცია ამ საქმეში კიდევ რაღაც დამატებითი არასწორი და არასამართლებრივი საფუძვლები დაინახოს. როცა ჩვენი ოპოზიცია თავს იმაზე დებს, რომ დასავლური ორიენტაციის ოპოზიცია არის და ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის“, – დასძინა კილაძემ.

მსგავსი თემები