“იმედგაცრუებული ვარ, ევროპარლამენტი პოზიცია-ოპოზიციის დაპირისპირების ადგილი არ არის“ – სტრასბურგში რეზოლუცია ჩააგდეს

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის  თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროპარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს დაუპირისპირდება. მისი თქმით, შიდაპოლიტიკური დებატების ადგილი არ არის ევროპარლამენტი. „ევროპარლამენტი ის ადგილია, სადაც ვუსმენთ ორივე მხარეს და ვეძებთ გზებს. დღეს ვერ დავინახე სურვილი, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. სანამ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ვხელმძღვანელობ, ყოველთვის მოვითხოვ საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას… იმედგაცრუებული ვარ. ჯერ-ჯერობით ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის შემდგარი ყველა შეხვედრა დასრულდა განსაზღვრული შეთანხმებების, დეკლარაციების მიღებით. ეს კეთილი ნების გამოხატულებაა. ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისთვის, უმთავრესია ის, რომ  დეკლარაცია იყოს დაბალანსებული. უნდა იყოს თანაბრად კრიტიკულიც … ვრცლად “იმედგაცრუებული ვარ, ევროპარლამენტი პოზიცია-ოპოზიციის დაპირისპირების ადგილი არ არის“ – სტრასბურგში რეზოლუცია ჩააგდეს