“იმასქენი” – ბაზარზე ახალი ქართული ლუდი გამოჩნდა

ნამდვილი იმერული სახელწოდებით, ბაზარზე,  გერმანული ნედლეულით დამზადებული ქართული ლუდი – “იმასქენი” გამოჩნდა.

როგორც ლუდსახარში კომპანია “მაისტერბრაუს” დამფუძნებელი აცხადებს, ინსპირაციის წყარო ოსური ლუდის შესახებ ინტერნეტში წაკითხული სტატია აღმოჩნდა. გოჩა ვაჭარაძის თქმით, პირველ ეტაპზე, მან ლუდი სახლის პირობებში დაამზადა და ბიზნესიდეაც აქედან გაჩნდა. ამ დროისთვის, “იმასქენის” წარმადობა 2 ტონას შეადგენს.

დღეისათვის ლუდსახარში “მაისტარბრაუ” გაუფილტრავ ლუდს აწარმოებს, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია, როგორც ჩამოსასხმელი სახით, ასევე ბოთლში დადუღებული. კომპანია მომხმარებლებს არყის გამოხდის სერვისსაც სთავაზობს. “მაისტარბრაუ”, დაახლოებით, 15 სახეობის ხილის არაყს და ვისკს აწარმოებს.

მსგავსი თემები