ილია II-ის იუბილეს გამოფენა “საგანძური” მიეძღვნა

პარლამენტმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ფოტოგამოფენა „საგანძური“, პარლამენტის შენობაში გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების დღეს მიეძღვნა.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის ოცდაცამეტი უნიკალური ექსპონატის ორიგინალების ზომების ფოტო-ვერსიებს. ფოტოგამოფენა 2008 წელს, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა, ის პირველი მოძრავი ფოტოექსპოზიციაა, რომელმაც პრაქტიკულად საქართველოს სხვადასხვა მხარე მოიარა და რომლითაც ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და ცნობადი ხდება საზოგადოებისთვის.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა განაცხადა, “საგანძური” პირველი მოძრავი ფოტოექსპოზიციაა საქართველოში, რომელიც უდიდესი ევროპული მუზეუმების გამოცდილებას ეფუძნება.

სტუმრებს სიტყვით მიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთა შორისო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე.  დღეს ჩვენ ვულოცავთ დაბადების დღეს ქრისტიანულ სამყაროში, მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე დღეგრძელ და ყველაზე წარმატებულ პატრიარქს. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ღონისძიება, პროექტის ავტორებთან ერთად, საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ ჩავიხედოთ საქართველოს ისტორიაში, კიდევ ერთხელ ვეზიაროთ ქართველი ადამიანის შექმნილ კულტურულ მიღწევებს და ამავდროულად ხმამაღლა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის არამარტო ნაწილი, არამედ თავად ევროპული ცივილიზაციის შემოქმედი ერი“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ფოტოგამოფენას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, საპატრიარქოს, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მსგავსი თემები

One Thought to “ილია II-ის იუბილეს გამოფენა “საგანძური” მიეძღვნა”

  1. Im obliged for the blog article.Much thanks again.