ილია მეორე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ყველა შეშფოთებულია ქირურგის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო.

ილია მეორე ასევე აღნიშნავს, რომ გულისტკივილით ადევნებს თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევისა და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს.

„თქვენო უწმიდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენს საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს.

ამ ფონზე, მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში სამი წლით ჯარის მეთაურების დასახმარებლად გსურთ მიავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები.

რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას.

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ნებართვის გარეშე, სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გაგზავნა, როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ, საერო სივრცეში სამოღვაწეოდ. ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას.

ვიმედოვნებთ, შესაძლებლობისამებრ მიიღებთ ზომებს ჩვენს სახელმწიფოთა, ხალხთა და ეკლესიათა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდეგ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში“, – აღნიშნულია ილია მეორის წერილში.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “ილია მეორე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქს მიმართავს”

  1. Hi, Neat post. There is an issue along with your site in web explorer,
    might test this? IE nonetheless is the marketplace chief and a big part of other people will leave out your wonderful writing due to this problem.

  2. Hey there, I think your website might be having browser compatibility issues.
    When I look at your blog site in Opera, it looks fine but when opening in Internet Explorer,
    it has some overlapping. I just wanted to give you a quick heads
    up! Other then that, amazing blog!

  3. I think what you posted made a lot of sense. But, what about this?
    what if you were to write a awesome headline? I mean, I don’t
    wish to tell you how to run your blog, however suppose you added a headline that makes people desire more?
    I mean ილია მეორე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქს მიმართავს is a little plain. You
    should peek at Yahoo’s home page and see how they create
    news headlines to get people interested.
    You might add a related video or a related picture or
    two to grab readers interested about what you’ve written. Just my opinion,
    it might bring your posts a little livelier.

  4. I think that is one of the so much significant info for me.

    And i’m satisfied reading your article. But should remark on few normal issues,
    The web site taste is perfect, the articles is in point of fact excellent : D.
    Just right activity, cheers