ივლისში საქართველოში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 6.4%-ით შემცირდა

ივლისში საქართველოში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 6.4%-ით შემცირდა. თუ 2018 წლის ივლისში რუსეთიდან 169 857 ვიზიტი შედგა, 2019 წლის ივლისში მაჩვენებელი 159 063 ვიზიტზე დაფიქსირდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ივლისში საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 48.8%-ით შემცირდა, სახმელეთო გზით კი, 7%-ით გაიზარდა.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, იანვარ-ივლისში რუსეთიდან 850 650 ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის შვიდი თვის მაჩვენებელს 22.1 პროცენტით აღემატება.

მსგავსი თემები