მიწისქვეშა ავტოსადგომების აშენებაში სახელმწიფომ ფული არ უნდა აიღოს – ბიძინა ივანიშვილი 

​მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მიწისქვეშა ავტოსადგომების მშენებლობა ეკონომიკური თვალსაზრისით იმდენად არაეფექტიანია, რომ არც ერთი კომპანია არ ინტერესდება თბილისის მერიის შეთავაზებით. ​

​როგორც ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „აქტუალურ თემაში“ სტუმრობისას განაცხადა, იმ დროს, როდესაც ავტოსადგომებზე ასეთი მაღალი მოთხოვნაა, სახელმწიფომ მათ აშენებაში ფული არ უნდა აიღოს.

​მთელი საქართველო ყირაზე დააყენეს, ივანიშვილმა ერთ ლარად იყიდა პუშკინის სკვერიო, ამ დროს პუშკინის სკვერი კი არა, სასტუმროს ქვეშ მიწისქვეშა ავტოსადგომზე იყო საუბარი. რა თქმა უნდა, მე ამას გადავიხდიდი და სალაპარაკოდ არ გავხდიდი ერთ ლარსაც, მაგრამ პროცესს ისევ “დავარღვევდი”, რაღაცას ისევ “დავამახინჯებდი” და რაღაცას “სწორ შეფასებას არ მივცემდი”. როცა ავტოსადგომებზე ასეთი მოთხოვნაა, არ შეიძლება, სახელმწიფომ მიწისქვეშა გადასასვლელზე ფული აიღოს. მერიამ მიწისქვეშა გადასასვლელებში ავტოსადგომების მშენებლობისთვის ერთ ლარად გამოიტანა სამი ადგილი, სამივე პუშკინის სკვერზე არანაკლებად საინტერესო იყო, მაგრამ არავინ გამოხატა ინტერესი”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

მსგავსი თემები