„ივანიშვილი ამბობს, ჩვენ არავის ვეხებითო… დავრჩები თუ არა, მალე გამოვაცხადებ“ – ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე სჭირდება. დეპუტატი „ტაიმაუტს“ იღებს და გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა გუნდს, მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადებს.

როგორ ეკა ბესელიამ “ქართული ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი რთული იქნება.

“ყველა, ვინც მოსამართლეთამ 10 კაციან სიას ეწინააღმდეგებოდა, მტრებად რომ მივიჩნიოთ, არასწორია. უფრო შორს აღარ წავალ. გეტყვით იმას, რომ ამ საკითხში დარჩა განსახვავებული მოსაზრება. ჩვენ ვისაუბრეთ შიდა საკითხებზე. ალბათ დადგა და მომწიფდა ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა, ღირებულებებთან დაკავშირებით, ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ეს ეტაპი მე პირადად დავინახე დღეს“ – აღნიშნა დეპუტატმა.

ეკა ბესელიას განცხადებთ, ის სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნების ხელშემწყობი ვერ იქნება. ამიტომ, დასაფიქრებლად და გასააზრებლად, მას რამდენიმე დღე სჭირდება.

„ქიდან გამომდინარე, რომ არ მინდა, ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილი და მისი ძალადობრივი სისტემის დაბურნებას 2020 წელს, მგონია, ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო, ჩვენ შევძლებთ ერთად ამ ფასეულობების გაერთიანებას და გაგრძლებას, “ქართულ ოცნებას” ვგულისხმობ, რომლის დამფიძნებელიც ვარ და 7 წელია ჩემს ხელში ფორმირდება. ჩემთვის ძალიან ემოციური საკითხია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი. ბიძინა ივანიშვილმა თქვა რომ აქ დასრულდეს პოლემიკა საჯაროდ და შიგნით ვისაუბროთ ამ საკითხებზე და არა საჯაროდ და ეს განწყობა მესმის. ახლა გვაქვც სრულიად არაორდინალური პოლიტიკური მოცემულობა და დღევანდელმა შეხვედრამაც მე პირადად დამაყენა არჩევანის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ აყენებს და ამბობს, რომ ჩვენ არავის არ ვეხებით,” – განაცხადა ეკა ბესელიამ “ქართული ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები