“ივანიშვილის ნება რომ იყოს, პატრიარქადაც “ქართუ ბანკის” თანამშრომელს დაგვინიშნავდა” – თინა ბოკუჩავა

“უტევთ ეკლესიას. 9 წელია ვერავინ ვერ აგაძროთ სკამებიდან ამ ყველაფრის ფონზე. აქედან გამომდინარე, ხალხი ნათლად ხედავს, ვის უყვარს და ვის არ უყვარს ჩვენი ქვეყანა, ზუსტად მაგიტომ ხართ ბერბიჭაშვილები”- მიმართა კობახიძემ ბოკუჩავას,” – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრს თინათინ ბოკუჩავას ბრალდებებს საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

თინა ბოკუჩავამ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის ყველა ინსტიტუციის “ბატონ-პატრონად” მოიხსენია. 

“ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ჩვენი ქვეყანა მისი ყველა ინსტიტუციით ეკუთვნის მას. ის არის ბატონ-პატრონი ყველა ინსტიტუციის. მისი ცოლის სტომატოლოგი ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა საკუთარი დაცვის წარმომადგენელი. “ქართუში” მისი თანაშემწე თავდაცვის მინისტრად…ივანიშვილის ნება რომ იყოს, პატრიარქადაც “ქართუ ბანკის” თანამშრომელს დაგვინიშნავდა, მაგრამ არ გაუვიდა ასეთი თავნებობდა”-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი თემები