“ივანიშვილია პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე, ის ანადგურებს ევროპულ გზას” – ევროპარლამენტარი რეზოლუციის ჩაგდებაზე

საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე შეუთანხმებლობისa და საბოლოოდ დოკუმენტის ჩავარდნის გამო, ევროპარლამენტარი ლიეტუვიდან რასა იუკნევიჩენე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერი ევროპულ გზას ანადგურებს.

“ძალიან ვწუხვარ, მაგრამ კანონპროექტი სუსტი იყო, არ ასახავდა საქართველოში მიმდინარე სიტუაციას. ძალიან ბევრ დეპუტატს გვსურდა, რომ ტექსტი ყოფილიყო დაბალანსებული, მაგრამ ასე არ მოხდა. საქართველოს მმართველი პარტიის დელეგაციამ ყველა ჩასწორება დაბლოკა და ეს ყველაფერი იმედს გვიცრუებს. ამდენი ოფიციალური თუ არაოფიციალური განხილვების შემდეგ ვხვდები, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ სიტუაციას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით საბოლოო განცხადებას, ყველაფერი “ქართულ ოცნებაზეა” დამოკიდებული, რომ სიტუაცია გაიაზრონ და საკუთარი შეხედულება შეცვალონ. ჩემი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი იგივეა, ის არის პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე, სამწუხაროდ ის ანადგურებს ევროპულ გზას, თუმცა “ქართული ოცნების” წევრები არ არიან ევროკავშირის წინააღმდეგი, ამიტომ მათ მოვუწოდებ, ხელახლა დაფიქრდნენ და პარტიაში შიდა განხილვები მოაწყონ,” – განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.

შეგახსენებთ რომ, ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია ჩააგდეს. დღეს ევროკავშირის ასოცირების კომიტეტზე უნდა მიეღოთ დოკუმენტი, რომელშიც  საქართველოში არსებული ვითარება და გამოწვევები იქნებოდა ასახული. ევროპარლამენტარები დოკუმენტის ჩასწორებას ითხოვდნენ, სადაც გიგი უგლავას საქმე, 20 ივნისის მოვლენები და სხვა გახმაურებული საკითხები მოხვდებოდა, რასაც მმართველი გუნდის წევრები არ დაეთანხმნენ.

https://mcm.ge/იმედგაცრუებული-ვარ-ევრ/

მსგავსი თემები