“იდეალების გარშემო კონსოლიდაცია გვჭირდება” – პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის წერილზე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, 9 აპრილთან დაკავშირებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წერილს აფასებს და აცხადებს, რომ მის წერილში მთავარი აზრი არის ის, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება იმ იდეალების გარშემო კონსოლიდაცია, როგორიც არის ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შეცდომებზე, რომელიც ქვეყანას ბოლო ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე აქვს.

„ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შეცდომებზე, რომელიც გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ვფიქრობ, აქცენტები არის ძალიან სწორად დასმული და მთავარი აზრი ამ წერილში არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება. ვფიქრობ, ეს მართლაც აერთიანებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ ჩვენ ავაშენოთ ძლიერი და ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები