იაპონიაში, საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსის კიდევ 99 შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიის იოკოჰამას პორტში მდგარ საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსის კიდევ 99 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ბორტზე ვირუსის შემთხვევათა რიცხვმა 454-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხომალდის ბორტზე თავდაპირველად 3 700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. კორონავირუსით ინფიცირებულები იაპონიის სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიო მასშტაბით უკვე 1 770 ადამიანი ემსხვერპლა. გაზრდილია დაინფიცირების შემთხვევებიც, კორონავირუსი 70 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

https://mcm.ge/%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90/

მსგავსი თემები