იაპონიას ტაიფუნი უახლოვდება, საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

„იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601“ – ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ იაპონიას ტაიფუნი სულ რაღაც ერთი თვის წინა დაატყდა თავს.  ქარიშხლის სიჩქარე საათში 180 კილომეტრს აღწევდა. შედეგად, ათასობით ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩა, რამდენიმე ადამიანი კი დაიღუპა.

მსგავსი თემები

One Thought to “იაპონიას ტაიფუნი უახლოვდება, საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს”

  1. Great, thanks for sharing this article post.Thanks Again. Really Great.