იანვრიდან მუზეუმებისა და თეატრების თანამშრომლებს ხელფასი საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ

იანვრიდან თეატრებისა და მუზეუმების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება გაიზრდება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული დასაქმებულის ხელფასი საშუალოდ 100 ლარით მოიმატებს, რაზედაც შესაბამისი პროგრამებიდან 5 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

2020 წლის ბიუჯეტის ამჟამინდელ პროექტში, წინა ვერსიასთან შედარებით, დაფინანსება გაზრდილია კულტურის განვითარების ხელშეწყობისა (88,649 მლნ ლარი) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სამუზეუმო სრულყოფის (25,4012 მლნ ლარი) პროგრამებზე.

მსგავსი თემები