“თქვენ, ქართველ ხალხს ბედნიერებას, კეთილდღეობას გისურვებთ, გქონდეთ საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი” – ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. წერილს საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

„ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბერდნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ.

ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ზეგავლენას მოახდენს ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, რაც ყველა სახელმწიფოსთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. როგორც ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს, 7 მაისს მოგახსენეთ, ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამ გამოწვევაზე რეაგირებას და თქვენ შეძლებთ, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სესხების ზრდა, რაც თქვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ენერგეტიკის სექტორებში დაწყებული რეფორმების მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა, სრულად შეესაბამება ამ პერსპექტივას.

საფრანგეთსა და საქართველოს დიდი ხანია, რაც განსაკუთრებული, მეგობრული და ნდობით აღსავსე ურთიერთობა აქვთ. ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი განმტკიცდა „დიმიტრი ამილახვარის“ სახელობის სტრუქტურული დიალოგის დაარსებით, რომელიც დავიწყეთ პარიზში თქვენი ვიზიტისას, 2019 წლის თებერვალში და რომლის პირველი რაუნდი პარიზში, გასულ დეკემბერში გაიხსნა. დაე, მომავალმა თვეებმა შესაძლებლობა მოგვცეს, ჩვენი ურთიერთობა გავაღრმაოთ, კერძოდ განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში, ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში ლექციების დაწყებით, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური“, – წერს ემანუელ

მსგავსი თემები

4 Thoughts to ““თქვენ, ქართველ ხალხს ბედნიერებას, კეთილდღეობას გისურვებთ, გქონდეთ საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი” – ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს”

  1. You have made some decent points there. I looked on the net
    for more info about the issue and found most people will go along with your views on this site.

  2. Thanks for the auspicious writeup. It in reality was a enjoyment account it.
    Glance advanced to more added agreeable from you!
    However, how can we keep up a correspondence?

  3. Pro Athlete Real Estate

    Looking around I like to browse around the internet, regularly I will just go to Digg and follow thru

  4. I like the helpful info you provide on your articles.
    I’ll bookmark your weblog and check once more here regularly.

    I’m quite certain I’ll be told many new stuff right here!

    Best of luck for the next!