„თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ?” – ილია ჯიშკარიანი

“ქართული ოცნების“ დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი თანამშრომელზე ძალადობის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს.

„თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ? ამ ეტაპზე არ მინდა გავაკეთო კომენტარი. ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ”, – განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.

საკრებულოს დეპუტატის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა ემსჯელათ. დაცვის მხარემ სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. სხდომა 11 დეკემბრამდე გადაიდო.

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

მსგავსი თემები