„თქვენ ბევრ სხვას გაუმწარეთ ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა” – კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“  

„რა თქმა უნდა, თქვენ ბევრ სხვას გაუმწარეთ ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა, 3%-იანი „ევრო-ნაცები“ – ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კობახიძის თქმით, სწორედ ამ ფრთის „დამსახურებაა“, რომ ვეყნის ტერიტორიების 20% მტერს ჩააბარეს.  

„თქვენც არანაკლები სიმწარე მიიღეთ, რადგანაც, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ამთავრებ 30 პროცენტიანი სიღარიბით, მლნ 150 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, როდესაც ამთავრებ იმ სახელით, რომ აწამებდი პატიმრებს ციხეებში და ეს იყო თქვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება, როდესაც თავი გამოიჩინეთ მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ბიზნესის რეკეტით იყავით ცხრა წლის განმავლობაში დაკავებული და როდესაც თავი გამოიჩინეთ იმით, რომ მტერს ჩააბარეთ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტს, ეს ნიშნავს რა თქმა უნდა, თქვენი ახალგაზრდობის გამწარებას“ – განაცხადა საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები

One Thought to “„თქვენ ბევრ სხვას გაუმწარეთ ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა” – კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“  ”

  1. Just want to say your article is as surprising. The clearness on your submit is just
    excellent and i can assume you’re a professional in this subject.

    Well together with your permission allow me to clutch
    your feed to keep updated with forthcoming post. Thank you
    one million and please continue the gratifying work.