„თქვენც გამოიყენეთ და ჩვენც“ – დავითი, ანა დედოფალს სამეფო სახელის გაყოფას სთავაზობს

დავით ბაგრატიონი მზადაა, ყოფილ მეუღლეს, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ყველა სადაო საკითხზე მოურიგდეს, გარდა ერთისა. ერთადერთი, რასაც სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ვერ თმობს, სამეფო სახლისა სახელის და ტიტულების გამოყენებაა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონელის გზავნილი მისმა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერა უფრო მეტიც, „გივის დუქნის“ მაგალითზე, სამეფო სახელისა და ტიტულების გაყოფის წინადადებაც შესთავაზა.

„ყველა საკითხთან დაკავშირებით, მზად ვართ, დავჯდეთ და მოწინააღმდეგე მხარეს მორიგებაზე ვესაუბროთ. რაც შეეხება მთავარ თემას, ტიტულებისა და სამეფო სახლის სახელს გამოყენებას, ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ ასეთი რამ – გამოიყენოთ სამეფო სახლის სახელი თქვენც და გამოვიყენებთ ჩვენს. ოღონდ, განმასხვავებელი ნიშანი რომ გვქონდეს, თქვენ დაარქვით გრუზინსკების სამეფო სახლი და ჩვენ დავარქმევთ ბაგრატიონ-მუხრანელთა სამეფო სახლს. ნუ ვიჩხუბეთ და ნუ ვიდავებთ. თუ მაინცდამაინც თქვენს გინდათ, გამოიყენეთ ბატონო, ვინ გიშლით. აგერ, „გივის დუქანს“ დღეს ჰქვია „ხინკლის სამეფო“ და ხომ არავინ მიდის და ედავება გივის… ჩვენც რატომ გვედავებით, სასაცილოა ამაზე დავა“ – განაცხადა დავით ბაგრატიონ-გრუსინსკის ინტერესების დამცველმა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები