“თუ ჩემი მორალური პასუხისმგებლობა მაინც დადგება, თანამდებობას დავტოვებ” – მიხეილ ბატიაშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თუ საქმეში მისი არამხოლოდ მორალური პასუხისმგებლობა მაინც გამოიკვეთება, თანამდებობას დატოვებს.

“გამოძიება როგორც კი დასრულდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომც არ დადგეს და მორალური პასუხისმგებლობა დადგეს, მე დავტოვებ თანამდებობას. ეს განცხადება მე პირველივე დღეს გავაკეთე“, – აღნიშნა მინისტრმა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გასული წლის დეკემბერში ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და სამინისტროს ადანაშაულებს.

მსგავსი თემები