“თუ ჩემი დაცვის წევრს, მისი შვილის წლისთავამდე არ გაათავისუფლებენ, ივანიშვილს ცხელი შემოდგომა ექნება”- ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მისი დაცვის წევრის, კობა კოშაძის გასათავისუფლებლად ვადას 19 აგვისტომდე, კოშაძის გარდაცვლილი შვილის წლისთავამდე აძლებს.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით სარჩელი განსახილველად არ მიიღო, რაც პირდაპირ ხელისუფლების ინტერესზე მიანიშნებს.

„გუშინ გვიან სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა მის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რომ შეეცვალათ მისთვის პატიმრობა. საერთოდ განუხილველად დატოვა და ნაცვლად იმისა, რომ  განეხილა და უარი ეთქვათ, თუნდაც ფასადურად, საჩივარი არც მიიღო. ეს უკვე აშკარად მიუთითებს ხელისუფლების ჩარევაზე ამ პროცესში და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, რომ კობა კოშაძის დაკავება იყო პოლიტიკური, რომელიც ემსახურებოდა, მოეხდინათ ზეწოლა ჩემზე. თუ კობა კოშაძეს არ გაათავისუფლებენ, დაახლოებით, ულტიმატუმის სახით არ მინდა გამომივიდეს, 19 აგვისტომდე, როდესაც მისი შვილის წლისთავია და ყოველთვის მეგობრები ვიკრიბებით, რომ მის საფლავზე გავიდეთ, ძალიან მძიმე და ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს,“- განაცხადა ოქრუაშვილმა

მსგავსი თემები