„თუ ჩეგევარას მოდგმისა ხარ და რევოლუციები და გადატრიალებები გინდა, პასუხიც უნდა აგო  – ნუკრი ქანთარია

„გარედან მოვდივარ, საზოგადოება ელოდება კონკრეტული პირების კონკრეტულ პასუხისმგებლობას. ასევე, მე მაქვს კითხვები პროკურატურასთან – ხომ შეიძლება, ის არ იყო მელია და უბრალოდ, ჰგავდა მელიას“ – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო კომიტეტის კომიტეტის სხდომაზე  პროკურატურის წარმომადგენლებს.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, თუ „ის“ ნამდვილად მელიაა, შესაბამისი პასუხი უნდა აგოს.

„მთელმა საქართველომ ნახა, რომ ის ჰგავდა მელიას. თუ არ იყო მელია, ამასაც გაარკვევენ საგამოძიებო ორგანოები. მაგრამ, თუ ეს მელია იყო,    ყველამ დაინახა რასაც სჩადიოდა. ახლა, მეორე ამბავია, თუ ჩეგევარას მოდგმისა ხარ და გინდა რევოლუციები და გადატრიალებები  და ვერ გამოგდის,  კეთილი ინებე და პასუხი უნდა აგო. მეორე ნახევარში, როცა სიტუაცია იძაბება და წაგებისკენ მიდიხარ,  თავიდან წინ რომ მიუძღვები და მერე რომ ქრები, ამ ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს. აქ, პარლამენტში ვერ დავიწყებთ გამოძიებას“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატის აღნიშნულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ სიტყვიერი შეურაცხყოფით უპასუხა.

„თქვენ ხართ მხდალი და ყველა თქვენნაირი მხდალი გგონიათ“ – ასე მიმართა ბოკუჩავამ კოლეგა ნუკრი ქანთარია.  

მსგავსი თემები