თუ საქართველოს მოქალაქე ხარ, საზღვარზე შენთვის არაადამიანური რეჟიმი მოქმედებს – ცნობილი ჩოგბურთელი დააკავეს

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი, რომელმაც ბოლოს, პორტუგალიაში ორი ტურნირი მოიგო და ტურნირზე ისრაელში მიემგზავრებოდა, საზღვარზე დააკავეს. 6 საათი არაადამიანურად ექცეოდნენ, შემდეგ კი გაუშვეს. გაუმართლა, რომ მის გვერდით მისი ბრიტანელი მეწყვილე იმყოფებოდა.

სოფო შაფათავა ისრაელის საზღვარზე მომხდარს საზიზღრობას უწოდებს და ფაქტს ასე აღწერს: „დიდი ხანია მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენ საზღვარზე აბსოლუტურად ყველას უპრობლემოდ ვატარებთ საქართველოში და ჩვენ ყველგან გვასაზიზღრებენ… ვთვლი, რომ უსამართლობაა, ყველგან ვიზას რომ ვაკეთებთ და ჩვენთან დასეირნობს ყველა სურვილისამებრ. გუშინ ჩამოვედი ისრაელში პროფესიონალი სპორტსმენი. ჩამოვფრინდი შეჯიბრზე, მოგებული შეჯიბრის შემდეგ. ოფიციალური მოწვევით, სასტუმროთი, უკანა ბილეთით, ხარჯთაღრიცხვით. 6 საათი დამსვეს საზღვარზე. წაიღეს ჩემი პასპორტი, არც არაფერი მითხრეს რატომ, არც რისთვის. ჩამაგდეს ამოხუთულ ოთახში, არანაირი საკვები ან დასალევი. წყალიც კი არა… 6 საათის მერე ჩვეულებრივი კრიმინალივით დამკითხეს. ისე დამაკავეს გეგონება ამ წამს ვიყავი “სროკზე”. მადლობა ჩემ მეწყვილეს, ემილის, რომელმაც ჩემთან გაათენა და უბრალოდ პრინციპის გამო არ დამტოვა მარტო და ჩემთან იწვალა. როდესაც შეეძლო 2 წუთში გასულიყო. იმიტომ რომ ბრიტანელია და რა თქმა უნდა ჩვენგან განსხვავებით ადამიანებივით ექცევიან. მაგრამ დარჩა, იმიტომ რომ ისე გამაჩერებს გეგონება “კოკაინი” გამქონდა. და ძალიან ინერვიულა. ახლა შეკითხვა, ამდენი მგზავრობის შემდეგ, ყველანაირი საბუთით და დასტურით, რომ არ მჭირდება არც აქ დარჩენა და არც არაფერი, 6 დღით ვარ სულ. ჩვეულებრივ ტურისტს ქართველებს რას უკეთებენ? და რატომ, უბრალოდ რატომ, ჩვენ ყველას ვუშვებთ ქვეყანაში შეკითხვას გარეშე. ამას არ ჰქვია უვიზო რეჟიმი, ამას ჰქვია დამცირება, ჯობია ისევ ვიზა დააბრუნონ“.

ისრაელის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება საკმაოდ ხშირია. ცნობილი თუ უცნობი, საქმიანი თუ არა საქმიანი, მნიშვნელობა არ აქვს, თუ საქართველოს მოქალაქე ხარ, შენთვის განსაკუთრებულად მკაცრი და არაადამიანური რეჟიმი მოქმედებს.

მსგავსი თემები